ტურიზმი
10/06/2022

გორი Inn-ი 2 თვეში გაიხსნება

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ი  გორში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს 2 თვეში გახსნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Inn Group-ის აღმასრულებელმა  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა,გორი Inn-ი  (ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე) 120  ნომრიანი იქნება.

კოკაიას ინფორმაციით, Inn Group-ი გორი Inn-ის მშენებლობაში  დაახლოებით  20 მლნ-იანი ინვესტიცია განხორციელდა. 

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის  პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანში,გუდაურსა და ქუთაისში.

Businesspartner