ტურიზმი
08/06/2021

ჰაწვალზე, შეცვლილი პროექტით, 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო "გრაპა მესტია" გაიხსნება

სვანეთში  მაღალი კლასის ბრენდულ სასტუმროს, 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეცვლის.

პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ახალი რეგულაციების შედეგად შეიცვალა ტექნიკური პარამეტრები, რომლის შედეგადაც, აღარ შეიძლება 3 სართულზე მაღალი შენობების მშენებლობა, რამაც პროექტის გადაკეთების საჭიროება დააყენა დღის წესრიგში.

„ახალი პროექტი ადგილობრივ მუნიციპალიტეტში 2 კვირის წინ შევიტანეთ. ველოდებით ესკიზის შეთანხმებას. ამის შემდეგ გადავალთ მშენებლობის ნებართვის მიღების ეტაპზე,“ - აცხადებს გურგენიძე.

მისი ინფორმაციით, სასტუმროს ოპერირებას ქართული კომპანია განახორციელებს.

ჰაწვალზე, 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა სპა-ცენტრები და რესტორნები. სასტუმროს მშენებლობა  აქტიურად 2022 წელს დაიწყება და 2 წელში დასრულდება, პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 4-5 მილიონი დოლარია. სასტუმროს მშენებლობა აქტიურად 2022 წლიდან დაიწყება, მოსამზადებელი სამუშაოები კი წელსვე განხორციელდება.

მინდია გურგენიძის განცხადებით, კომპანიამ შესაბამისი ტერიტორია ციხისძირში უკვე შესყიდული აქვს. მზადდება პროექტი, რომელიც მოიცავს სასტუმრო კომპლექსს.

როგორც ცნობილია, პროექტი მოიცავს ორი ტიპის საშუალო კლასის სასტუმროს, რესტორანს და სხვა გასართობ ობიექტებს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები