ტურიზმი
03/08/2020

HSC ჯგუფი: 2021 წლისთვის სასტუმროებში ჯავშნები იზრდება

ე.წ. მწვანე დერეფნების გახსნის შემდეგ საქართველოში ვიზიტებზე დაინტერესება გაიზარდა, თუმცა ჯავშნების უმრავლესობა მომავალ წელზე მოდის, - ინფორმაციას ამის შესახებ HSC ჯგუფი ავრცელებს.

სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია განმარტავს, რომ მის მართვაში არსებულ 5-ვე სასტუმროში ჯავშნების მხრივ განსაკუთრებით აქტიური საფრანგეთი და ესტონეთია.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ვითარების დასტაბილურების შემთხვევაში, 2021 წლის სეზონი მაქსიმალური დატვირთვით ჩაივლის.

HSC ჯგუფის მართვაში შემავალი სასტუმროები თბილისში, აჭარაში, სვანეთში, ყაზბეგსა და კახეთში მდებარეობს.

Businesspartner