ტურიზმი
09/07/2020

იმოგზაურე საქართველოში - გახარია მთავრობის წევრებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებს მოუწოდებს ჩაერთონ ახალ პროგრამაში, რომელსაც “იმოგზაურე საქართველოში” ჰქვია.

“ჩვენ პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. როდესაც საერთაშორისო საზღვრები სრულად გაიხსნება, მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი სტუმრებისთვის საუკეთესო გიდები ვიყოთ. პირველ რიგში, დარგს უნდა მივეხმაროთ. ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა აღმოვაჩინოთ საქართველო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეგიონებმა კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები მინიმალურად იგრძნონ”,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Businesspartner