ტურიზმი
13/06/2022

Inn Group: Bakuriani Inn-ის 70% დაჯავშნილია

ზაფხულის სეზონზე მოთხოვნა როგორც ბაკურიანის, ისე გუდაურის შემთხვევაში საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  Inn Group-ის აღმასრულებელმა  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, უახლოეს 1 თვის პერიოდზე გუდაურის სასტუმროს 65% უკვე დაჯავშნილია, ბაკურიანში კი სასტუმროს 70% უკვე დაკავებულია.

კოკაია იმედოვნებს, რომ ეს სეზონი საკმაოდ წარმატებით ჩაივლის. 

მისი ინფორმაციით,ბაკურიანში უცხოელების და ადგილობრივი ტურისტების ტანაფარდობა 50/50-ზეა, გუდაურში კი სტუმრების უდიდესი ნაწილი უცხოელია.

როგორც კოკაია განმარტავს,წელს ინტერესია როგორც ისრაელიდან, ისე გალფის ქვეყნებიდან. რაც შეეხება ევროპას, ეს მიმართულება მიმდინარე წელს შედარებით პასიურია, რაც რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით აიხსნება.

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის  პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის  პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.

Businesspartner