ტურიზმი
02/05/2022

INN GROUP-ი ქუთაისსა და გორში სასტუმროებს ხსნის

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ი ქუთაისსა და გორში 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს ხსნის. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Inn Group-ის აღმასრულებელმა  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა,ქუთაისი Inn-ი მაისის ბოლოს გაიხსნება, გორი Inn-ი  (ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე) კი ივნისის ბოლოს. 

ორივე შემთხვევაში ეს იქნება მაღალი დონის  სასტუმროები. კოკაიას განცხადებით, ქუთაისის სასტუმრო 100 ნომრიანი იქნება, გორი - 120 ნომრიანი. 

კოკაიას ინფორმაციით, Inn Group-ი ქუთაისი Inn-ის და გორი Inn-ის მშენებლობაში  ჯამში 20 მლნ-იანი ინვესტიცია განხორციელდა. 

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის  პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები