ტურიზმი
09/08/2022

ივლისში საქართველოს 718 401 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ივლისში საქართველოს 718 401 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, მაჩვენებელი 2021 წლის ივლისთან შედარებით 177%-ით არის გაზრდილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 65,3%-ია.

ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 459,711 შეადგინა, რაც 115%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის ივლისის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 80.6%-ით არის აღდგენილი.

2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2,344,329 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 214%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 47.2% შეადგინა.

2022 წლის 7 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,668,983 შეადგინა, 162%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 61.9%-ით არის აღდგენილი.

Businesspartner