ტურიზმი
14/12/2021

Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის

ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით, ელ ქუვეითი - თბილისი - ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე დამატებითი რეგულარული ფრენები შესრულდება ყოველ ორშაბათს და შაბათს.

მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Jazeera Airways-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს განცხადებებს და განრიგებს, რამდენადაც სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. 

Businesspartner