ტურიზმი
12/04/2021

კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

"აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარისას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ფრენების დაწყების აუცილებლობაზე მხარეები დიდი ხანია საუბრობენ. 

როგორც Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, ამერიკულმა საინვესტიციო ფონდმა Manhattan Link-ი თბილისი-ნიუ-იორკის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის ხელშეწყობაზე ინტერესი გამოხატა. მისივე თქმით, ფონდის წარმომადგენლები ავიაკომპანია Georgian Airways-სთან ერთად ბიზნეს-გეგმაზე უკვე მუშაობენ.

"ბიზნესპარტნიორის" ეთერში მაშინ აღინიშნა, რომ სახელმწიფო დონეზე არის მზაობა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი.

 

Businesspartner