ტურიზმი
17/05/2021

"კორპორაცია ქინძმარაული" სიღნაღში სასტუმროს მშენებლობას 2022 წელს დაიწყებს

კომპანია „კორპორაცია ქინძმარაული“ სიღნაღში სასტუმროს მშენებლობას 2022 წელს დაიწყებს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა  ნუგზარ ქსოვრელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, პროექტირება დასრულებულია.

სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ, ზამთრის ბოლოს დაიწყება.  

არქიტექტურული ნაწილი უკვე შეთანხმებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ საბჭოსთან, გაცემულია მშენებლობის ნებართვაც.

ნუგზარ ქსოვრელის ინფორმაციით, 4 სართულიანი სასტუმრო 20 ნომრიანი იქნება. პროექტი მოიცავს რესტორანსაც.

კითხვაზე, სასტუმროს მართვაში შევა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ოპერატორი, ქსოვრელი აცხადებს, რომ ამაზე კონულტაციები მიმდინარეობს, მიდის კალკულციის პროცესიც, რომლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი პროექტის საინვესტიციო ღირებულება.

„კორპორაცია ქინძმარაული“ უკვე ფლობს ყვარელში კომპლექსს  „შატო ყვარელს“. სიღნაღში ასევე აშენებს სასტუმროს. კომპანიის საკუთრებაშია ყვარელში 180  ჰექტარი ვენახი და ამავე ტერიტორიაზე ღვინის მწარმოებელი კომპანია.

 

Businesspartner