ტურიზმი
27/06/2022

კურორტების განვითარების სააგენტოს სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს

კურორტების განვითარების სააგენტოს სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, სანდრო ონოფრიშვილს კურორტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს. 

"ეს იქნება მცირე მობილიური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა უწყების კოორდინაციას მოახდეს იმგვარად, რომ პირველ რიგში მოხდეს პოტენციალის შესწავლა, სწორად დაგეგმვა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მათ შორის სწორად სივრცით დაგეგმვას კურორტებზე, რადგან ქაოტური განაშენიანება, დატაცება არ მოხდეს; საინვესტიციო პაკეტების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ კერძო სექტორმა მოახერხოს ამ კურორტებში ინვესტირება ეფექტურად, რომ კურორტები განვითარდეს რაც შეიძლება შედეგიანად, და სწრაფად. ამ ახალ ორგანიზაციას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები