ტურიზმი
19/07/2020

კურორტების მართვის ახალი მოდელი

ბორჯომის მუნიციპალიტეტი პირველია, სადაც კურორტების ბაკურიანისა და მიტარბის მართვისთვის ახალი ორგანო ე.წ სსიპ-ი დაფუძნდება. მოდელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა, რაც კურორტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულმა მთელმა რიგმა პრობლემებმა განაპირობა.

სამინისტროში ამბობენ, რომ ეს პრობლემები მეტწილად გამოწვეულია თვითმმართველობებში არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსით. ახალი ორგანო პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე.

რამდენად გამართლებულია მსგავსი მოდელის შექმნა და რა შენიშვნები რჩება თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, თემაზე მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კოკა კიღურაძემ "ბიზნესპარტნიორში" ისაუბრა.

 

Businesspartner