ტურიზმი
14/01/2022

ქუთაისის აეროპორტი დეკემბერში 42 077 მგზავრს მოემსახურა - მგზავრთნაკადი 51%-ით აღდგა

2021 წლის დეკემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 51%-ით, რეისების რაოდენობა კი 63%-ით აღდგა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42 077 მგზავრს მოემსახურა (2019 წლის დეკემბერი 82 551 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. აეროპორტი მოემსახურა 181 რეისს. ( 2019 წლის დეკემბერი - 289 რეისი).

გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.

 

 

 

Businesspartner