ტურიზმი
14/12/2021

ქუთაისის აეროპორტი ნოემბერში 34 217 მგზავრს მოემსახურა - მგზავრთნაკადი 48%-ით აღდგა

ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ავიამიმოსვლის დადებითი დინამიკაა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბერში ქუთაისის აეროპორტი 34,217 მგზავრს მოემსახურა, შესაბამისად, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის 48% აღდგა (2019 წელი 72,032 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის მიმართულებითაც. აღდგა რეისების 65% და აეროპორტი 163 რეისს (2019 წელი - 250 რეისი) მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  4 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. 15 დეკემბრიდან კი ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi იწყებს. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა ევროპის გარეთ დააფუძნა. მისი ბაზა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მდებარეობს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს აბუ დაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით ასრულდებს.

Businesspartner