ტურიზმი
30/07/2020

ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა მალე დასრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მალე დასრულდება.

"რამდენიმე თვეში გვექნება კომფორტული, ახალი ტერმინალი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი განახლდება არსებული ტერმინალი, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება და ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.

პარალელურად, აეროპორტში მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები მიმდინარეობს, საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა უკვე დასრულებულია. დასრულებული ასევე ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოებიც.

მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით. აეროპორტში პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ ბარგის მართვის სისტემის მონტაჟიც მიმდინარეობს.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტი საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, ხოლო აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება.
ცნობისთვის, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

Businesspartner