ტურიზმი
30/04/2021

ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ელექტრომობილები მოემსახურება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ახალი სერვისი 2 მაისიდან დახვდებათ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და კომპანია aicar-ს შორის თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ფირმის ეკომეგობრული ტრანსპორტი მოემსახურება.

ავტობუსების შემდეგ, აეროპორტი თავის მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს.

ეკომეგობრული ტრანსპორტით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან როგორც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ასევე საქართველოს სხვადასხვა მიმართულებებით შეეძლებათ. 

ელექტრომობილების დამუხტვა ქუთაისის აეროპორტში დამონტაჟებულ სპეციალურ დასამუხტ სვეტებზეა შესაძლებელი. 

aicar-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის ბოლოს აუქციონის გზით შევიდა.

 

 

მთავარი სიახლეები