ტურიზმი
08/06/2022

ქუთაისში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ქუთაისი ინნ" იხსნება

"ინნ ჯგუფს" კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ქუთაისი ინნ" შეემატება, სასტუმრო 100 სხვადასხვა კატეგორიის ნომრისგან შედგება და მასში 85 პირი იქნება დასაქმებული. 

სასტუმროში განთავსებულია რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტული დარბაზი, საუნა და ბარი. პროექტში 15 მლნ ლარის ინვესტიციაა ჩადებული.

11 ივნისს 17:00 საათზე სასტუმროს გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება, ღონისძიებას, როგორც სამთავრობო სექტორი, ასევე ტურიზმის, ბიზნესისა და კულტურის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეგახსენებთ „ინნ ჯგუფი“ 2015 წელს დაარსდა. ჰოლდინგი 5 სასტუმროსა და 2 საწარმოსგან შედგება. აგვისტოს ბოლოს კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს „გორი ინნის“ და „ალუტექ ჯორჯიას“ ბათუმის ფილიალის გახსნა იგიგმება.

Businesspartner