ტურიზმი
01/06/2021

ლაშა ხუციშვილი: სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად.

საბაჟო პროცედურების მიმდინარეობას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაეცნო.

მინისტრმა განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახმელეთო საზღვრებზე ძალაშია იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებაში მოქმედებდა. კერძოდ, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება, ვიზიტორის მიერ, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით ან PCR-ტესტის აღებიდან, 72 საათიანი პერიოდულობის მქონე უარყოფითი პასუხით.

არავაქცინირებული ვიზიტორი საზღვრის კვეთისას ვალდებულია წარადგინოს, ბოლო 72 საათიანი ვალდებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი და აგრეთვე მესამე დღეს განმეორებით ჩაიტაროს PCR-ტესტირება.

 

Businesspartner