ტურიზმი
11/06/2021

ლაშა ხუციშვილი: ტურიზმის სექტორმა პანდემიის დარტყმა გადაიტანა და მზად არის, აღდგეს 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ტურიზმის სექტორმა პანდემიის დარტყმა გადაიტანა და აღდგენისთვის მზად არის.

მისი ინფორმაციით, განთავსებისა და კვების ობიექტებში 2020 წელს აქტივობა 75%-ით შემცირდა, 2021 წლის აპრილის მონაცემებით კი, აქტივობა თითქმის ორნახევარჯერ, 152%-ით გაიზარდა.

“ჩვენი მიზანი იყო, ტურისტულ კომპანიებს სწრაფად შეძლებოდათ რეაგირება პოსტპანდემიურ ტურიზმის აღდგენაზე, ამიტომ ამ კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც მას “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

Businesspartner