ტურიზმი
22/06/2022

ლოპოტა სპა რეზორტი: განახლების შედეგად 54 ნომერი პრემიუმ კლასს გავუთანაბრეთ

„ლოპოტა სპა რეზორტმა“ წელს სასტუმროს ნომრების განახლებასა და კომპლექსის ტერიტორიაზე აზიური რესტორანი „იკეს“ გახსნაში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ განახლების შედეგად ნომრები კატეგორია შეიცვალა და გაიზარდა ფასიც. კომპანიას ფასების დაკორექტირება ქვეყანაში არსებული ინფლაციური პროცესების შედეგადაც მოუწია.

ღლიღვაშვილის განცხადებით, მაღალი კატეგორიის ნომრები საკმაოდ მოთხოვნადია. მათ შორის დაახლოებით 60% უცხოელებია. „ამ კატეგორიის ნომრებზე მუდმივად ვაკეთებთ სპეციალურ შეთავზებას საქართველოს მოსახლეობისთვის,“ - აცხადებს ღლიღვაშვილი.

„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი ზაფხულის საკურორტო სეზონის მოლოდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დიდი ალბათობით ივლის-აგვისტოში აქტივობა საკმაოდ დიდი იქნება.

„რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე მწირია ისეთი ქვეყნებიდან ჯავშნები, რომლებიც უსაფრთხოებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამის პარალელურად ჯავშნების თვალსაზრისით აქტივობაა შიდა ტურიზმიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ივნისში საკმაოდ კარგად ვართ დატვირთული, ივლისში კიდევ უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს, ამ მოლოდინს არსებული ჯავნებიც გვიქმნის.

ტურისტულ კომპანიებს ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ბევრი ჯავშანი გაუუქმდათ. მთავრობა დიდი ხანია მუშაობს იმაზე, რომ მაღალმხარჯველუნარიანი  უცხოელი ტურისტი მოიზიდოს. მარკეტინგულ კამპანიას ევროპის მიმართულებით ჩვენც ვაწარმოებთ, გვსურს, ჩვენს სასტუმროში დივერსიფიცირებული ბიზნესი შემოდიოდეს და 1 ან 2 ბაზარზე მიჯაჭვული არ ვიყოთ,“ - აცხადებს  მაკა ღლიღვაშვილი.

„ლოპოტა სპა რეზორტი" ბაზარზე  2006 წლიდან არის წარმოდგენილი.  ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
01

22/06/2022
ბიზნესი

საქართველოში დამზადებული კომპოზიტური არმატურა შესაძლოა ლიეტუვასა და ლატვიაში გაიყიდოს
02

23/06/2022
ტურიზმი

სასტუმრო Lentekhi Mountain Inn გაფართოებას და სოფლის ტურიზმის განვითარებას გეგმავს
03

21/06/2022
ტექნოლოგიები

SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს
04

21/06/2022
სოფლის მეურნეობა

1.3 მლნ ლარით დაფინანსებულ 15 ბაღში ნერგების 100% გამხმარია - აუდიტის ანგარიში
05

20/06/2022
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022