ტურიზმი
21/06/2022

"ლოპოტა სპა რეზორტმა" აზიური რესტორანი "იკე" გახსნა

"ლოპოტა სპა რეზორტში" აზიური რესტორანი “იკე“ გაიხსნა. როგორც "ბიზნესპარტნიორს" კომპლექსის გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა განუცხადა, რესტორანი კომპლექსის ტერიტორიაზე ოფიციალურად  2 დღეა გაიხსნა, თუმცა, IKE Asian Fusion-ი   სტუმრებს ბოლო 3 კვირაა აქტიურად იღებს.

მისი ინფორმაციით, რესტორანს აქვს თავისი აუზი და ტბა. ობიექტი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ ისე უცხოელ დამსვენებელში. 

როგორც ცნობილია, გასულ წელს კომპანიამ კომპლექსის ტერიტორიაზე ახალი, ბიზნეს კლასის 51 ნომრიანი სასტუმრო გახსნა, რაშიც განხორციელებული ინვესტიცია 7 მლნ ლარი იყო. კომპანიამ დამატებით აითვისა 3 000 კვ.მ ფართის ტერიტორია. სასტუმრო დატვირთულია ე.წ ლუქსებით. აზიური რესტორანიც სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობს. 

„ლოპოტა სპა რეზორტი" ბაზარზე  2006 წლიდან არის წარმოდგენილი. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია. 

Businesspartner