ტურიზმი
18/06/2020

LOT-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების აღდგენას 1-ელი ივლისიდან გეგმავს

პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების აღდგენას 1-ელი ივლისიდან ვარაუდობს.

ავიაკომპანიამ სოციალურ ქსელში იმ მიმართულებების რუკა გამოაქვეყნა, სადაც კომპანია პირდაპირ, რეგულარულ რეისებს აღადგენს. მიმართულებების რუკაზე ვარშავა-თბილისის მიმართულებაცაა.

“მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საერთაშორისო ფრენების ნაწილს 1 ივლისიდან აღვადგენთ. აღნიშნული საერთაშორისო ფრენების ქსელი მოქმედია 14 ივლისამდე. ყველა საერთაშორისო ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება 18 ივნისიდან. შეამოწმე, სად შეგიძლია წასვლა”, აღნიშნულია LOT Polish Airlines-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რეგულარული ფრენების შეწყვეტის შემდეგ ავიაკომპანიამ ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე რამდენიმე სპეცრეისი განახორციელა და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა. 

Businesspartner