ტურიზმი
17/05/2021

LOT-ი ვარშავიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეგულარული მიმართულება ემატება.

AviaNews0ის ცნობით, პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა-ბათუმი-ვარშავის საჰაერო ხაზზე 7 ივნისიდან დაიწყებს.

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები 7 ივნისიდან 27 სექტემბრამდე ყოველ ორშაბათს განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 13 მაისს მიანიჭა.

Businesspartner