ტურიზმი
03/08/2020

Lufthansa-მ რეგულარული ფრენები განაახლა

COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა.

პირველი რეგულარული ფრენა დღეს უკვე შესრულდა და ავიაკომპანიამ მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოიყვანა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, Lufthansa-ს თბილისი-მიუნხენის რეისით 156 მგზავრმა ისარგებლა.

აეროპორტში მისულ მგზავრებს, TAV-ის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.

ავიაკომპანია რეისებს Airbus A321-200 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები