ტურიზმი
10/05/2021

ლვოვი ქართველი ტურისტებისათვის მიმზიდველი მიმართულებაა

უკრაინის დასავლეთით მდებარე უდიდესი ქალაქი ლვოვი საქართველოსათვის ტურისტულად მიმზიდველ მიმართულებად ყალიბდება.

COVID-პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე საქართველოს მოქალაქეებს ძველებურად თავისუფლად გადაადგილება აღარ შეუძლიათ და ქართველი ტურისტები საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავს იკავებენ.

როგორც Avia News-ი წერს, ამ ფონზე უკრაინაში შესვლა შეზღუდული არ არის და ეს ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ქართველი ტურისტები მიდიან

იზრდება უკრაინასა და საქართველოს შორის ფრენების სიხშირეც ყოველდღიურად იზრდება და ახალ-ახალი მიმართულებები ემატება.

ლვოვსა და თბილისს და ასევე ლვოვსა და ბათუმს შორის ფრენებს დღეისათვის უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlinesი ახორციელებს. 

SkyUp Airlines-ი ლვოვი-თბილისი-ლვოვის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით ასრულებს, ხოლო შემდგომ ფრენების რაოდენობას 2-მდე გაზრდის. რაც შეეხება ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებას SkyUp Airlines-ი კვირაში ერთი სიხშირით ოპერირებს, თუმცა სამომავლოდ ქალაქებს შორის ფრენების რაოდენობას 4-მდე გაზრდის. 

პანდემიამდე ლვოვს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი უცხოელი ტურისტი სტუმრობდა. ლვოვში ჩასულ სტუმრებს იზიდავს როგორც  ქალაქის არქიტექტურული ძეგლები, ასევე ლვოვის ყავის სახლები, მყუდრო პარკები და სკვერები, ან უბრალოდ ლვოვის ძველი ქუჩების სულისკვეთება.

ქალაქის ყველა ან თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისათვის ერთი დღე საკმარისი ნამდვილად არ არის. ამიტომ ლვოვში ტურისტები რამდენიმე დღით ჩადიან და ჩერდებიან სასტუმროებში ან ქირაობენ ბინებს, რომლებიც, სხვათა შორის, უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს და არაფრით ჩამოუვარდება სასტუმროებს.

ამიტომ, თუ თქვენც გაგიჩნდათ ლვოვში ჩასვლის სურვილი, წინასწარ დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა, დაიქირავეთ საცხოვრებელი და გაწერეთ დღის გრაფიკი. 

ლვოვის საინტერესო ადგილების ჩამოთვლისთვის ნამდვილად არ იქნება საკმარისი ორივე ხელის თითები, ამიტომ მათ ყველაზე მონახულებად ადგილებს ჩამოგითვლით: .

ბანდინელის სასახლე,

მაღალი ციხე,

დაკარგული სათამაშოების მუზეუმი,

ლვოვის თაფლკვერების სახელოსნო „იურაშკი“,

ლუდხარშვის მუზეუმი,

სტრისკის პარკი,

შევჩენკოს გაი,

ლესია კურბასას სახელობის თეატრი,

ძველი ლვოვის მიწისქვეშეთი,

ლიჩაკივის ღამის სასაფლაო.

უკრაინის საზღვარზე ყველა უცხოელისთვის სავალდებულოა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის წარდგენა.

უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ უფლება შევიდნენ უკრაინაში და გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვარი იმ პირობით, თუ ისინი წარმოადგენენ სადაზღვეო პოლისს (მოწმობას, სერტიფიკატს), რომელიც გაცემულია უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ ან უცხოური სადაზღვეო კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა უკრაინის ტერიტორიაზე ან სახელშეკრულებო ურთიერთობები პარტნიორ-სადაზღვეო კომპანიასთან უკრაინაში (ასისტანსი), და რომელიც დაფარავს COVID-19-ის მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებს, და მოქმედებდეს პიროვნების უკრაინაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები