ტურიზმი
06/06/2022

მაისში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის 111% და რეისების 115% აღდგა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ ნარჩუნდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის მაისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 111% აღდგა. 

2022 წლის მაისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 72,104  მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის მაისი 64,745 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. მაისში, აეროპორტში რეისების 115% აღდგა და 241 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის მაისი - 210 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.

 

Businesspartner