ტურიზმი
13/02/2023

მარიამ ქვრივიშვილი: ავიაკომპანია FlyArystan-თან მოლაპარაკება წარმატებით დავასრულეთ

„წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება პარტნიორ ყაზახურ ავიაკომპანიასთან FlyArystan. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყება პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ალმათის შორის. ამით ფრენების სიხშირეთა რაოდენობა კვირაში 15-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე, საქართველოში ფრენები ყაზახეთის 4 ქალაქიდან ხორციელდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ალმათი მნიშვნელოვანი დანამატია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, საქართველოს ავიაბაზრისა და ტურიზმის სექტორისთვის.

„დამატებითი სიხშირეები და მიმართულებები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას. განსაკუთრებით გამოვყოფდი ყაზახეთს, როგორც ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

FlyArystan კვირაში ორი სიხშირით ფრენებს ალმათი - ქუთაისის მიმართულებით 4 ივნისიდან შეასრულებს.

Businesspartner