ტურიზმი
03/05/2022

მარტში სასტუმროს ფასების ინდექსი 8.5%-ით გაიზარდა

PMC კვლევითი ცენტრის ტურიზმის მიმოხილვის თანახმად, 2022 წლის მარტში საქართველოში სასტუმრო ფასების ინდექსი თებერვალთან შედარებით, 8.5%-ით გაიზარდა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის მარტში წლიური სასტუმროს ფასების ინდექსი საქართველოში 14.9%-ს უდრიდა, ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა კი აჭარაში დაფიქსირდა და მან 25.8%-ს მიაღწია. ფასების ყველაზე მაღალი თვიური ზრდა თბილისში დაფიქსირდა და მან 14.6% შეადგინა. 12.6%-ით შემცირდა სასტუმროს ღირებულება მცხეთა-მთიანეთში. 

2022 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 152 ლარი იყო, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი - 246 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 114 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მარტში 406 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 574 ლარი შეადგინა, კახეთში - 452 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 373 ლარი, ხოლო გურიაში - 352 ლარი. შესაბამისად, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.5%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 4.0%-ით გაიზარდა.

Businesspartner