ტურიზმი
09/08/2022

მედეა ჯანიაშვილი: ქვეყანაში მაღალმხარჯველიანი ვიზიტორები მოვიზიდეთ

ტურიზმის აღდგენის ტრენდი კვლავ გრძელდება. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საქართველომ უკვე მოახერხა და პანდემიამდე არსებული საერთაშორისო ვიზიტორების 80% დაიბრუნა.  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაზრდილია მაღალმხარჯველიანი ვიზიტორების შემოსვლაც საქართველოში.

“ივლისში პოზიტიური შედეგებია. საერთო მოცულობაში ტურისტული ვიზიტების წილი მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი. მაგალითისთვის 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში საერთაშორისო ვიზიტორების წილი 67%-ით არის აღდგენილი, ხოლო ტურისტული ვიზიტები 80%-ით, რაც პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში მაღალმხარჯველიანი ვიზიტორები მოვიზიდეთ. განსაკუთრებით სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ 2017 წელთან მიმართებაში არამხოლოდ აღდგენა გვაქვს, არამედ სახეზეა ზრდა გარკვეული მიზნობრივი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი, რაც ძალიან ოპტიმიზს გვაძლევს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ვიზიტორების რაოდენობა და კიდევ უგფრო მეტი შემოსავალი მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას ტურიზმიდან. რაც შეეხება ევრპოპას, ევროპის ქვეყნები ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნობრივი ბაზარია.

განსაკუთრებით გააქტიურებულია პოლონეთი და გერმანია და ამ მიმართულებებიდან ზრდა გვაქვს. საერთო შემოსავლების წილში ამ ქვეყნების წილი საკმაოდ მაღალია. სავარაუდოდ ევროპა კიდევ უფრო გააქტიურდება იმის ფონზე რომ გვაქვს აქტიური მარკეტინგული კამპანიები“, - განმარტავს მედეა ჯანიაშვილი.

Businesspartner