ტურიზმი
20/08/2020

"მეღვინეობა ბარაკონი“ ღვინის ტურიზმის განვითარებას გეგმავს

"მეღვინეობა ბარაკონი", რომელიც ღვინის ტურიზმზეა ორიენტირებული, მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს.
კომპანია, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანაში მდებარეობს, ვენახი გაშენებული აქვს 3 ჰექტარ ფართობზე და ძირითადად მოჰყავს ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი.
კომპანია „ბარაკონის“ დირექტორის კახაბერ გორდეზიანის თქმით, მეღვინეობა აწარმოებს ღვინოებს „ხვანჭკარა“ “ალექსანდროული“, „წულიკიძის თეთრა“, „უსახელაური“ და „ტვიში“.
მეღვინეობის მფლობელის ინფორმაციით, მარანი ორიენტირებულია ღვინის ტურიზმზე, მათ პირველი სტუმრები 2019 წელს მიიღეს და შიდა ტურიზმის მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას გეგმავენ.
მეღვინეობას პრემიერი მთავორობის წევრებთან ერთად ესტუმრა და ადგილობრივ ფერმერებს ახალი პროგრამა "სახელმწიფო - შენი პარტნიორი" გააცნო.

Businesspartner