ტურიზმი
27/05/2022

მინისტრი: ახალი საჰაერო მიმოსვლების წახალისება ტურისტების ნაკადზე დადებითად მოქმედებს

ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ ტურიზმის ინდუსტრიაზეც ისაუბრა. 

მისი თქმით, მიმდინარე წლის მონაცემებით, ტურიზმის შემოსავლების დაახლოებით 70% აღდგა. 

"ტურიზმის აღდგენაზე განსაკუთრებული აქცენტი ქონდა მთავრობას. მოვახერხეთ რომ მიმდინარე წლის მონაცემებით, ტურიზმის შემოსავლების დაახლოებით 70% აღდგა, 2019 წელთან შედარებით, როდესაც ტურიზმის შემოსავლები პიკში იყო. რა თქმა უნდა, სრულად გადავლახეთ ის შემცირების ეფექტი, რომელიც ჩვენ პანდემიის პირობებში გვქონდა.

ახალი ბაზრები არის მთავარი მიმართულება, საიდანაც ტურისტული ნაკადების იმედი გვაქვს, შესაბამისად, ტურიზმის სექტორს ვუყურებთ ავიაციის განვითარებასთან ერთად. დამატებით ახალი საჰაერო მიმოსვლებისა და რეისების წახალისებას დიდი შედეგი მოაქვს ტურისტების რაოდენობის გაზრდისთვის."–აცხადებს ლევან დავითაშვილი. 

Businesspartner