ტურიზმი
31/03/2021

მორგება COVID რეგულაციებზე - თბილისში მოქმედ 600 სასტუმროს მენეჯმენტისთვის ტრენინგები გაიმართება

თბილისში მოქმედი 600 სასტუმრო კორონა ვირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად გადამზადდება.

შრომის უსაფრთხოებასთან და პანდემიით გამოწვეულ ახალ რეალობასთან დაკავშირებით განთავსების ობიექტებს ტრენინგებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შრომის ინსპექციასთან ერთად ჩაუტარებს.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი განმარტავს, გადამზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება.

„კოვიდ პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება ენიჭება შრომით უსაფრთხოებას. წელს კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ გადამზადების უსასყიდლო პროგრამებს.

ეს ტრენინგი მოიცავს კოვიდ პერიოდში როგორც ზოგადი უსაფრთხოებისა და რეგულაციების დაცვას, ასევე შრომითი უსაფრთხოების კონკრეტულ მიმართულებებს.

ტრენინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება, როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ რეჟიმში. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვაპირებთ კერძო სექტორთან თანამშრომლობას, სამომავლო გეგმების განსაზღვრას და თემატიკის შერჩევას“,- განაცხადა ჯანიაშვილმა.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, ტრენინგის მიზანია - სასტუმრო სფერო, სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი კოვიდ პერიოდში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი ურთიერთობების პრევენციული ღონისძიებების დაცვა, შემდეგი მარეგულირებელი ნორმების მიხედვით: საქართველოს ორგანული კანონი  "საქართველოს შრომის კოდექსი“ , როგორც შრომითი უფლებების მარეგულირებელი ფუნდამენტური ნორმა; შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის მიმწოდებელი სფეროსთვის.

ამასთან, გამოცხადებული რეგულაციების თანახმად, ტრენინგები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების კურსი განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვის ონლაინ ფორმატში, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ჩატარდება.

 

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა
01

11/04/2021
ტურიზმი

ტურისტული კომპლექსი კახეთში - Melaanian Vintage სტუმრების მისაღებად ემზადება
02

09/04/2021
საზოგადოება

ისრაელის კლინიკის ექიმი ვაქცინაციის შედეგებზე: თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა
03

15/04/2021
ტურიზმი

კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
04

12/04/2021
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
05

04/03/2021
საზოგადოება

პარლამენტი ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მომხრეა
06

15/04/2021