ტურიზმი
16/09/2021

მსოფლიო დონის ტურისტული ატრაქცია ენგურჰესზე - პროცესი დაიწყო

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორიის მსოფლიო დონის ტურისტულ ატრაქციად ქცევის პროცესი დაიწყო.

უკვე გამოიცადა ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტი, რომელიც მოიცავს ენგურჰესის არქიტექტურული ღირსშესანიშაობების დათვალიერებასა და აღმოჩენას.

როგორც "ენგურის ტურისტული ცენტრში" აცხადებენ, 2021 წლის ოქტომბრიდან, სრულად გაიხსნება ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტი და ნებისმიერი ვიზიტორისთვის ხელმისაწვდომს გახდის ენგურჰესის კაშხლის იმ უბნებში ვიზიტს, რომელიც აქამდე საზოგადოებისთვის შეუძლებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ "ენგურის ტურისტული ცენტრის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ანთიძემ KOKO arhitektid-ის დამფუძნებელს ანდრუს კორესაარსა და ამავე კომპანიის წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა.

ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციად ქცევის საპროექტო დოკუმენტაცია 2017-2018 წლებში მოამზადა ესტონურმა არქიტექტურულმა კომპანიამ KOKO arhitektid-მა.

ენგურჰესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა და მის ტურისტულ ატრაქციად ქცევას საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიდის. სვანეთისა და სამეგრელოს შთამბეჭდავი ხედების გარდა ენგურჰესი ვიზიტორებს 280 მეტრი სიმაღლის პანორამურ ლიფტს, საბაგიროს, ყველზე გრძელ ზიპლაინს და ნავებით  მოგზაურობისთვის 10 კილომეტრიან მარშრუტს შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის საპროექტო გეგმა უკვე მზად არის და  უახლოს მოავალში ის ინვესტორებს უნდა წარუდგინონ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები