ტურიზმი
11/11/2022

მწვანე კონცხზე Luxury Collection-ის გახსნა ტურისტული ნაკადების ტემპზეა დამოკიდებული

მწვანე კონცხზე 5 ვარსკვლავიანი Marriott Brand, Luxury Collection-ის გახსნის ვადები უცნობია.

როგორც პროექტის განმახორციელებელ თანაინვესტირების ფონდის შემადგენლობაში არსებულ „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში“  „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, მშენებლობა და გახსნის ვადები  ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეიცვალა.

„მსოფლიო ბაზარზე არსებული გამოწვევები ჩვენზეც მნიშვნელოვნად აისახა, რის გამოც მოგვიწია პროექტების გახსნის ვადების ცვლილება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, პროექტების კონცეფციის დახვეწის მიმართულებით, პროექტის დასრულების ვადები დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ტურისტული ნაკადების აღდგენის ტემპზე,“-აცხადებენ „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში“.

120 ნომრიან სასტუმროში განთავსდება სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები, საბავშვო - სარეკრიაციო ზონა და დამატებითი სივრცეები ბიზნეს შეხვედრებისა და კონფერენციებისათვის.

პროექტის ჯამური ღირებულება 70 მლნ დოლარია.

 

Businesspartner