ტურიზმი
15/06/2020

ნათია თურნავა: აღიარებული ვართ როგორც მწვანე ქვეყანა

შიდა ტურისმი გაიხსნა. ეკონომიკის მინისტრმა ყვარელში დიპკორპუსის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ტურიზმის გახსნის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით ქვეყანაში უცხო ქვეყნების ელჩებს.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ტურიზმის გახსნისთვის მთავრობამ ყველაფერი სწორად გააკეთა. "ეს მუხლჩაუხრელი შრომის, ერთობლივი ძალისხმევის შედეგია".

თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის გახსნა საქართველოს უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნად აღიარების ფონზე მოხდა. 

„ჩვენ ვართ აღიარებული, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა, მწვანე ქვეყანა, სასურველი ქვეყანა ყველა ვიზიტორისთვის", - განაცხადა მინისტრმა და ელჩებს მიმართა: "თქვენი დახმარებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით შევძელით საგარეო დახმარების მობილიზება, რომლის გარეშეც ვერცერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ამ ახალ, აქამდე უცნობ გამოწვევას და ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ“.

Businesspartner

მთავარი სიახლეები