ტურიზმი
17/05/2021

ნათია თურნავა: სახმელეთო საზღვრების გახსნა რეალური გარღვევა იქნება ტურიზმის სექტორში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგი ეტაპი სახმელეთო საზღვრების გახსნა იქნება.

„ჩვენ შემსუბუქება დავიწყეთ ყველაზე უფრო სენსიტიური თემით, რომელიც არამარტო ტურისტებს არამედ ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს ეხებოდა, ეს არის ღამის საათების შეზღუდვის შემოკლება, რაც მერწმუნეთ, რომ გუნება-განწყობაზეც, ტურიზმზეც და ბიზნესზეც დადებითად იმოქმედებს. მეორე ნაბიჯია - კაფე რესტორნების შაბათ-კვირის მუშაობის დაშვება. ჯერ ღია სივრცეებში ოპერირება დავუშვით და დიდი იმედი მაქვს, რომ 1-ლი ივნისიდან სრულად გაუქმდება ეს შეზღუდვა. მესამე ეტაპზე კი იქნება მსჯელობა სახმელეთო საზღვრების გახსნაზე, იმიტომ რომ ეს იქნება მართლაც რეალური გარღვევა ტურიზმის სექტორში, რადგან ზაფხულში ძალიან ბევრი ტურისტი სწორედ სახმელეთო საზღვრებით გვსტუმრობს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე კონკრეტული ვადების დასახელება თუ როდიდან გახსნის ქვეყანა საზღვრებს, რთულია.

„ვადების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ზაფხულის პერიოდისთვის, რა თქმა უნდა,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები