ტურიზმი
22/06/2021

ნათია თურნავა: სამივე აეროპორტში კვირაში საშუალოდ 350-მდე ფრენა სრულდება

ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას მოლოდინი აქვს, რომ საქართველოში ტურისტული სეზონი კარგად ჩაივლის.

მისი თქმით, ტურიზმში დადებითი დინამიკაა, ტურისტების რაოდენობამ მოიმატა აჭარაში.

მინისტრის ინფორმაციით, სამივე საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 300-350 ფრენა სრულდება.

“თუ შევადარებთ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, მაშინ კვირაში სრულდებოდა 600 ფრენა დაახლოებით. ჩვენ უკვე ნახევარზე მეტად მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რაც იყო 2019 წელს, რომელიც იყო რეკორდული წელი ტურისტების მასპინძლობის თვალსაზრისით. კიდევ უფრო დადებითი მოლოდინი გვაქვს, როდესაც ტურისტული საზაფხულო სეზონის პიკი დადგება, ვფიქრობთ, თუნდაც საჰაერო გზით შემოსული ტურისტების 2019 წლის მაჩვენებელს 70%-ით მივუახლოვდებით“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ბათუმის აეროპორტი პირველია სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის, ვინც პოზიტიურ დინამიკაზე გავიდა. მას 16%-იანი ზრდა აქვს.

“იგივეს ველოდებით სხვა აეროპორტებიდან“,- დასძენს ეკონომიკის მინისტრი.

მინისტრის განცხადებით, წარმატებით მიმდინარებს ტურიზმში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციას, რაც ზრდის საქართველოს მიმზიდველობას, როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის.

Businesspartner