ტურიზმი
26/05/2021

ნინა კეკელიძე: ტურიზმის სექტორის აღდგენაზე რეგულაციების შემსუბუქება დადებითად აისახება

საკოორდინაციო საბჭოს მიერ სახმელეთო საზღვრების გახსნასა და კვების ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდების შემსუბუქებას ტურიზმის სექტორი დადებითად აფასებს.

„ეს არის ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯები ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით", - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" „დისქავერ ჯორჯიას“ დირექტორი.

ნინა კეკელიძე ამბობს, რომ არსებული რეგულაციების შემსუბუქება ტურიზმის განვითარებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტების შემოდინებაზე დადებითად აისახება.

„როდესაც სახმელეთო სასაზღვრო მიმართულებით ტურისტების შემოდინებაზე ვსაუბრობთ, ცნობილია, რომ ტოპ ათეულში პირველი ხუთეული მოდიოდა ჩვენს სახმელეთო საზღვრებზე. საუბარია თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან შემოსულ ნაკადებზე. რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია და გაზრდის საერთაშორისო და სამეზობლო ტურისტების შემოდინებას,“ - განაცხადა ნინა კეკელიძემ.

ნინა კეკელიძის შეფასებით, ტურიზმის ინდუსტრიას 2019 წლის ნიშნულამდე საკმაოდ ბევრი უკლია, თუმცა ეტაპობრივი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში აღნიშნულ ნიშნულამდე მიახლოებას შესაძლებლად მიიჩნევს.

„ეტაპობრივი დადებითი ნაბიჯების და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში რა თქმა უნდა მივუახლოვდებით 2019 წლის ნიშნულს და მომდევნო წლები უკვე გვიჩვენებს რამდენად იქნება ამის შესაძლებლობა, რომ გავუთაბაბრდეთ 2019 წლის მაჩვენებელს,“ - განმარტავს ნინა კეკელიძე.

Businesspartner