ტურიზმი
15/06/2022

"ნოვა ტურის" გაყიდვების 80% 5 ვარსკვლავიან სასტუმროებზე მოდის

გამყვანი ტურ-ოპერატორი  “ნოვა ტურის” დირექტორი მამუკა ჯიქია  “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ წელს ქართველები დასვენებას ევროპის ქვეყნებში არჩევენ.

მისი ინფორმაციით, წელს, როდესაც თითქმის მოხსნილია ეპიდ რეგულაციები,  ბათუმში  როგორც სასტუმროში განთავსება, ისე კვების ობიექტებში შესვლა დიდი აქტივობის გამო ძალიან გართულებული იქნება.შესაბამისად, ადგილობრივი დამსვენებელი აქცენტს ევროპაში გასვლას მიანიჭებს.

„ჩვენს შემთხვევაში მოთხოვნა გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ საქართველოში ჩამოსულები არიან რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის მოქალაქეები, რომლებიც თავისი ქვეყნიდან 5-6-ჯერ მოგზაურობდნენ. მათ მოგზაურობა აქედანაც დაიწყეს,“-აცხადებს ჯიქია.

“ნოვა ტურის” დირექტორი მამუკა ჯიქია ადგილობრივი ტურისტების შეცვლილ ქცევაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ  თუ მოზგაურობა პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე იგეგმებოდა, ახლა სიტუაცია შეცვლილია და დაგეგმვა  მაქსიმუმ 1 კვირით ადრე ხდება.

გარდა ამისა, პანდემიამდე ჩვენი საზოგადეობის დაახლოებით 30-40%  3-4 ვარსკვლავიან სასტუმროებში მოგხაურობდა, ეს კონტიგენტი ძირითადად დაიკარგდა. დღეს „ნოვა ტურის“ გაყიდვების 80% 5 ვარსკვლავიან სასტუმროებზე მოდის .  

ანტალიაში გვაქვს კვირაში  4 რეისი, იზმირში -2. პირდაპირ მომხმარებელზე არ ვმუშაობთ, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც  ბაზარზე არსებულ ტურისტულ ოპერატორებს ტურებს სთავაზობს, შემდეგ კი ისინი მომხმარებელზე ახდენენ რეალიზებას,“-აცხადებს ჯიქია.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად კომპანია დაახლოებით 400-მდე ტურისტულ კომპანიასთან თანამშრომლობს, აქვს წარმომადგენლობა სომხეთში,გენერალური გაყიდვების სააგენტო აზერბაიჯანში და ა.შ

 

 

 

Businesspartner