ტურიზმი
03/11/2022

ოქტომბერში 344 595 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა

2022  წლის ოქტომბერში  საქართველოში 498 477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზრდა 2021  წლის ოქტომბერთან შედარებით +125.9%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 63.7%-ით აღდგა.

ტურისტული ვიზიტების აღდგენის კუთხით პოზიტიური ტენდენციაა ოქტომბერშიც.  

 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 344 595 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +82.6%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 78.5% აღდგენილია. 

2022 წლის 10 თვეში საქართველოში 4 391 082 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით ზრდა  +188.5%-ს შეადგენს. 2019 წლის იანვარი-ოქტომბრის  მონაცემებთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი  54.8%-ია.  

2022 წლის 10 თვეში საქართველოში 3 048 728 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდთან  შედარებით ზრდა +137.9%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი კი  68.8%-ია.

საერთაშორისო მოგზაურებისა და  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

Businesspartner