ფოტო: travel.usnews
ტურიზმი
27/08/2021

პანდემიამ 2020 წელს სასტუმროების რაოდენობა 37.3%-ით შეამცირა

პანდემიური წელი სასტუმროების ბიზნესზე რთულად აისახა, ეს რეალობა სტატისტიკურ მაჩვენებელებშიც გამოჩნდა. ქვეყანაში სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებათა რაოდენობა 2020 წელს წლიურად 37.3%-ით არის შემცირებული.

საქსტატის მონაცემებით, პანდემიურ წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 010 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1 054 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (-37.3% წ/წ).

შემცირებულია განთავსების ადგილების რაოდენობაც 24.1%-ით და 57.9 ათასს აღწევს; ნომრების რაოდენობა შემცირდა 23.4%-ით, 26.9 ათასამდე.

სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1 826.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, შემცირებულია 19.6%-ით. იჯარით გაცემული იყო 53.4 ათასი კვადრატული მეტრი, ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 833.8 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა (-19.5% წ/წ).

2020 წელს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა 34%-ით შემცირდა, სულ დასაქმებული იყო 13 615 ადამიანი, აქედან 54.8% ქალები.

Businesspartner