ტურიზმი
04/11/2020

პანდემიის გამო, საქართველოს დაცულ ტერიტორიათა ნაწილი ვიზიტორთა მიღებას წყვეტს

8 ნოემბრიდან, საქართველოს 5 დაცული ტერიტორია - მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე, ვიზიტორთა მიღებას დროებით აჩერებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრის ვიზიტორთა რაოდენობა, რომელიც ზრდის პანდემიის გავრცელების რისკს.

აღსანიშნავია, რომ გაშლილ სივრცეში, სადაც დისტანციის დაცვით გადაადგილება შესაძლებელია, ვიზიტორთა მიღება გრძელდება. 

Businesspartner