ტურიზმი
29/07/2021

"პანდემიის მიუხედავად, კურორტ გომარდულზე სიცოცხლე იგრძნობა"

პანდემიის მიუხედავად, კურორტ „გომარდულზე“ სიცოცხლე იგრძნობა - ასე აფასებს გასულ წელს უკრაინელ ინვესტორზე 5 წლიანი იჯარით გადაცემული „გომარდულის“ მუშაობას, კურორტის დირექტორი ბადრი ქათამაძე.

მისი განცხადებით, ინვესტორმა კურორტზე იოგას გამაჯანსაღებელი ცენტრი მოაწყო, რომელიც უცხოელ ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია.

ქათამაძის განცხადებით, კურორტზე დამსვენებლების აქტივობა შეინიშნება, არიან როგორც ადგილობრივი, ისე ტურისტები ევროპიდან. „თვის ბოლოს ფესტივალიც ტარდება. ინვესტორმა კურორტზე არსებული კოტეჯები განაახლა, აგვარებს გათბობის სისტემებს და ასე შემდეგ, აგვსიტოში 60 კაციან ჯგუფსაც ველოდებით,“ - აცხადებს ქათამაძე.

კურორტ გომარდულში 5 საოჯახო ტიპის სახლი და ერთი კვების ობიექტია. ადგილზე აშენებულია სათხილამურო სკოლა და არის 300 მეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასა.

''გომარდული'' 2011 წელს გაიხსნა, მუშაობდა 2012 წელსაც, ხოლო შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებდა. გახსნიდან სამ წელიწადში, კურორტის მფლობელი სააქციო საზოგადოება „გომარდული“ ქონების გადასახადის გამო დააყადაღეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები