ტურიზმი
08/07/2020

ყურადღებით იყავით მოგზაურობის დაგეგმვისას, რეგულაციები ცვალებადია – მთავრობა გვაფრთხილებს

ევროპის 15 ქვეყანაში საზღვარის გახსნის ფონზე, მთავრობა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ რეგულაციები და სტრანდარტები ცვალებადია. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ყველა სახელმწიფო ხელმძღვანელობს მის ხელთ არსებული გარემოებებით და ვითარებით.

პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ევროკავშირშიც არიან სახელმწიფოები, რომლებმაც არა აუცილებელი მიზნებისთვის საზღვარი არ გაუხსნეს ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს.

„საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და იმაზე, თუ რა ურთიერთობები და მიმოსვლა არსებობს იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არ არიან იმ 15 სახელმწიფოს შორის, რომელიც გამოცხადებულია, როგორც უსაფრთხო სახელმწიფო, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან. ბევრი გარემოება არსებობს და მარტივად არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებებს ვაფუძნებთ კონკრეტულ შედეგებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის სახელმწიფოებთან საზღვრების გახსნაზე. რაც შეეხება სახმელეთო საზღვრებს, სახმელეთო საზღვრებზე რჩება ის რეგულაციები, რაც აქამდე არსებობდა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ფოტო: usatoday

Businesspartner