ტურიზმი
15/01/2021

ყველაზე მაღალი დატვირთულობა ისევ კახეთის სასტუმროებშია - თიბისი კაპიტალი

სასტუმროების დატვირთულობით ისევ კახეთი ლიდერობს.თიბისი კაპიტალის მონაცემებით, იანვრის სამომავლო დატვირთულობამ 3% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 3% თბილისში და 12% კახეთში, ხოლო სხვა რეგიონებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 15% დააფიქსირდა.

კვლევის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, უქმეების დატვირთულობა გაიზარდა კახეთში, შემცირდა თბილისსა და ზღვისპირა სასტუმროებში, ხოლო სხვა რეგიონებში ცვლილება არ დაფიქსირებულა.

არსებული ჯავშნების მიხედვით,დეკემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროებმა შედარებით დაბალი ფასდაკლებები
შესთავაზა მომხმარებლებს.

Businesspartner