ტურიზმი
09/12/2021

რა გამოწვევებია ტურიზმის აღდგენის გზაზე

TBC Capital-მა ის ძირითადი ფაქტორები გამოყო, რაც ტურიზმის აღდგენის პრიცესში მოკლე და საშუალოვადიან გამოწვევებს წარმოადგენს.

პირველ რიგში, ეს არის ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი.

საქართველოს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი და ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. ეს საკმაო საფრთხეს წარმოადგენს იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კოვიდ-უსაფრთხოებას. მწვანე პასპორტები ტურისტებისთვის შედარებით უსაფრთხო ზონების შექმნას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ინდუსტრიის წარმომადგენლების ცალკეული მცდელობები შეინარჩუნონ კოვიდ-უსაფრთხო გარემო, შეამცირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს.

მეორე მთავარი გამოწვევა არის მგრძნობიარე ბაზრები.

როგორც TBC Capital–ი გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, საქართველოსთვის საერთაშორისო ვიზიტორების მთავარი ბაზრები საკმაოდ დაუცველი აღმოჩნდა პანდემიისგან გამოწვეული კრიზისისადმი. ეს ისახება და მომავალშიც აისახება აღდგენის ტემპზე. მნიშნელოვანია, რომ დაიწყოს უფრო სტაბილურ ბაზრებში ინვესტირება და იმ განვითარებადი ბაზრების ხელშეწყობა, რომლებმაც პანდემიის დროს გამძლეობა გამოიჩინეს.

ასევე, სამუშაო ძალის დეფიციტი ტურიზმის აღდგენის პრიცესში, საკმაოდ დიდ სირთულეებს ქმნის.

პუბლიკაციის მიმხედვით, პანდემიის შედეგად სამუშაო ძალა ტურიზმის ინდუსტრიიდან სხვა ინდუსტრიებში გადანაწილდა. ინდუსტრიის აღდგენის დაწყებიდან, სამუშაო ძალის დეფიციტი გამოწვევაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მოთამაშეებისთვის. თუ ეს დეფიციტი გაგრძელდა, რთული იქნება აღდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხარისხისა დათმობისა და დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე. სანამ ტურისტულ სერვისებზე მოთხოვნა გარკევულ სტაბილურ დონეს მიაღწევს, გართულდება კადრების ნდობის მოპოვება და მათი ინდუსტრიაში დაბრუნება. სტუმარმასპინძლობის, განათლების და კერძო სექტორებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ ინდუსტრიაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარებისათვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები