ტურიზმი
09/02/2021

რა პირობით უშვებს მოლდოვა საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებს

მოლდოვის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაშია შეყვანილი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან/და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მოლდოვის რესპუბლიკაში ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებიდან მიემგზავრებიან, ქვეყანაში შესვლას  შეზღუდვის გარეშე შეძლებენ.

აღნიშნული, პირები მოლდოვის რესპუბლიკაში შესვლისას არ შეავსებენ სპეციალურად შემუშავებულ ეპიდემიოლოგიურ ბარათს და არ დაექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას.

უცხოელი ან/და მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც მოლდოვის მოემგზავრება მწვანე ზონის ქვეყნიდან და ქვეყანაში შესასვლელად, ტრანზიტად, იყენებს წითელი ზონის ქვეყანას,  კლასიფიცირდება, როგორც წითელი ზონის ქვეყნიდან მიმავალი პირი.

თებერვლიდან – 15 თებერვლის ჩათვლით .წითელი ზონის ქვეყნებს განეკუთვნებიან:

ამერიკის შეერთებული შტატები მალტის რესპუბლიკა
ანდორას სამთავრო მონაკოს სამთავრო
არაბთა გაერთიანებული საამიროები მონტენეგროს რესპუბლიკა
დიდი ბრიტანეთი ნიდერლანდების სამეფო
ესპანეთის სამეფო პანამის რესპუბლიკა
ესტონეთის რესპუბლიკა პორტუგალიის რესპუბლიკა
ირლანდია სან-მარინოს რესპუბლიკა
ისრაელის სახელმწიფო სლოვაკეთის რესპუბლიკა
ლატვიის რესპუბლიკა სლოვენიის რესპუბლიკა
ლიბანის რესპუბლიკა შვედეთის სამეფო
ლიეტუვას რესპუბლიკა ჩეხეთის რესპუბლიკა

.წითელი ზონის ქვეყნებიდან მომავალ უცხოელებზე შენარჩუნდება მოლდოვაში შესვლის შეზღუდვა, ხოლო ქვეყანაში შესვლას გამონაკლისი სახით შეძლებენ შემდეგი კატეგორიის პირები:

  1. მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეების ოჯახის წევრები;
  2. მოლდოვის რესპუბლიკის გრძელვადიანი ვიზის, ბინადრობის ნებართვისა ან/და მოლდოვის მთავრობის მიერ ქვეყანაში შემოსვლაზე გაცემული სხვა სახის ნებართვის მქონე პირები;
  3. პირები, რომლებიც „პროფესიული ინტერესებიდან“ გამომდინარე მოემგზავრებიან მოლდოვის რესპუბლიკაში – ვიზების, ბინადრობის ნებართვის ფლობის ან/და მოლდოვის ხელისუფლების მიერ გაცემული სხვა სახის თანხმობის შემთხვევაში და მოლდოვის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული ან და ფიზიკური პირის მიერ გაცემული ოფიციალური მოწვევის საფუძველზე;
  4. უცხოელი მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც მოლდოვაში საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მოემგზავრებიან;
  5. მოლდოვის რესპუბლიკაში ცხოვრების ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრები;
  6. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე უცხოელი მასწავლებლები;
  7. მოლდოვაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
  8. ტრანზიტული მიზნით მიმავალი პირები;
  9. სამედიცინო მიზნით მიმავალი პირები.
  10. მოლდოვის რესპუბლიკაში მიმავალი უცხოური მედიის წარმომადგენლები/ჟურნალისტები რომლებიც ფლობენ შესაბამისი უწყების მიერ გაცემულ სააკრედიტაციო ბარათს იხილეთ აკრედიტაციის მიღების პროცედურები
Businesspartner

მთავარი სიახლეები