ტურიზმი
14/06/2021

რაჭაში სასტუმრო "ზღვარი" სტუმრებს ივლისიდან მიიღებს

რაჭაში სასტუმრო “ზღვარი“ სტუმრებს ივლისიდან მიიღებს

სასტუმრო “ზღვარი“ ამბროლაურის რაიონში, სოფელ კრიხის და ახალსოფელის საზღვარზე მდებარეობს, სწორედ ამიტომ ქვია ზღვარი. დასასვენებელი კომპლექსი ამ ეტაპზე 2 კოტეჯისგან შედგება, რომელიც 2 ჰექტარ ტერიტორიაზე ტყეს და კერძო ტბას აერთიანებს.

როგორც თეკლა დავითულიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კოტეჯები სტუმრებს ივლისიდან უმასპინძლებს, ახლა მიმდინარეობს საბოლოო დეტალებზე მუშაობა და ინტერიერის მოწყობა.

"კოტეჯი განკუთვნილია როგორც წყვილებისთვის, ასევე სივრცე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რამდენიმე მეგობარმა ერთად დაისვენოს. კოტეჯი "ჰობიტონი" არის 26კვ.მ, ხოლო ტბის კოტეჯი 22 კვ.მ, სადაც განთავსებულია სველი წერტილი ჯაკუზით, სამზარეულო და ყველა საჭირო ინვენტარი. ამასთან, თანამშრომლობას ვგეგმავთ ადგილობრივ საოჯახო სამზარეულოსთნ და სტუმრებს შეეძლებათ შეუკვეთონ სასურველი კერძები.  

მომავალში ჩვენი მიზანია, რომ ტერიტორია რეკრეაციულ ზონად, დიდ დასასვენებელ კომპლექსად ვაქციოთ და ტურისტმა ადგილზე ყველა სერვისის მიღება შეძლოს. ასევე ტბა იძლევა იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა გასართობი აქტივობები შევთავაზოთ სტუმრებს, მაგ: თევზაობა, ტურები და ა.შ. რაც შეეხება ფასებს, 2 პერსონის შემთხვევაში კოტეჯის ღირებულება იქნება 200 ლარი, ხოლო 4 ადამიანისთვის 250,“ – ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი თეკლა დავითულიანი.

Businesspartner