ტურიზმი
26/08/2020

რას სთავაზობს ბიზნესს სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა

მცირე და საშუალო ტურისტული კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, როგორც თავად უწყება აცხადებს, უპრეცედენტო პროექტი- „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“ წამოიწყო.

პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ხელს შეუწყობს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს (მაქსიმუმ 20 ნომრიან განთავსების ობიექტებს), რომლებსაც გაყიდვების მიმართულებით გამოწვევა აქვთ. ახალი პროექტი დაეხმარება სასტუმროებს შემოსავლის გაზრდაში.

პირველ ეტაპზე პროექტი იმერეთსა და გურიას მოიცავს, მომდევნო ეტაპები კი დანარჩენ რეგიონებს. პროექტში მონაწილეობა უფასოა.

მონაწილეობის მსურველ სასტუმროებს პროგრამის რეგისტრატორები, ფოტოგრაფები, დიზაინერები, ტექნიკური ჯგუფის წევრები რეგიონებში, ადგილზე ეწვევიან. ობიექტს გადაუღებენ ფოტოებს, მოამზადებენ საიმიჯო ფოტოებს, კონსულტაციას ჩაუტარებენ ინტერიერის დიზაინის მოწყობაში, დაეხმარებიან ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებაში, ონლაინ გაყიდვების პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ვებ-გვერდის booking.com-ზე სასტუმროების ფოტოების ატვირთვასა და მომხმარებლების მოსაზიდად სწორი აღწერილობის მომზადებაში. პროგრამა განთავსების ობიექტებისთვის ტრენინგებსაც მოიცავს.

პროექტის პოპულარიზაციის მიზნით მოხალისეები დააარიგებენ ბროშურებს.

„სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“-ში რეგისტრაცია 

Businesspartner