ტურიზმი
25/06/2020

რეგულარული ფრენები ივლისის ბოლომდე არ აღდგება

რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლომდე არ აღდგება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, ეს პროცესი მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„ივლისში საერთაშორისო ტურისტებსა და ვიზიტორებს საკმაოდ ფრთხილად მოვეკიდებით. აქ რამდენიმე მიმართულება იქნება. ერთი, ბიზნეს ვიზიტორებისთვის, სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და მალე გასაჯაროვდება. აქ უფრო გამარტივებული იქნება ჩვენს ბაზარზე შემოსვლა. ასევე ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ სახელმწიფოებს შორის გახსნა მიმოსვლისთვის საზღვარი. ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას მის არაწევრ ქვეყნებთან მიმართებით, მათ შორის საქართველოსთანაც.

რაც შეეხება ფრენებს, დიდი ალბათობით, რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა მოგვიწევს ივლისის ბოლომდე, თუმცა, ჩარტერული დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება და ამ პრაქტიკას გავაგრძელებთ. რეგულარული ფრენების აღდგენა, პირველ რიგში, დანარჩენი მსოფლიოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული", - განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner